ვენეცია ნაწილობრივ დაიტბორა [ვიდეო]

ვენეცია ნაწილობრივ დაიტბორა. წყლის დონე ქალაქში რეკორდულ მაჩვენებელს – 1,27 მეტრს აღწევს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ღამით ქალაქში დიდი ტალღებია მოსალოდნელი.

საფრთხის გამო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა. დახურულია კაფეებისა და მაღაზიების ნაწილი.

ტურისტებს ერთჯერად პოლიეთილენის „ჩექმებს“ ურიგებენ.

ბოლო დღეებში იტალიაში უამინდობაა. ქვეყნის უმეტეს ნაწილში წვიმს.

სიცილიასა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კვირის ბოლომდე კვლავ ნალექია მოსალოდნელი.

 

დატოვე კომენტარი