ვენდი მორტონი - გაერთიანებული სამეფო ეთანხმება ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში
ვენდი მორტონი - გაერთიანებული სამეფო ეთანხმება ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში მინისტრი, ვენდი მორტონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა.

„გაერთიანებული სამეფო ეთანხმება ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.

მოვუწოდებთ მხარეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს გლობალურ, საგარეო მისწრაფებებთან”,- წერს ვენდი მორტონი „ტვიტერში“.

მორტონის ამ განცხადებას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.