ვენაში ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა
ვენაში ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა

ვენაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრ კარლ ნეჰამერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დაკავებულები მთავარ თავდამსხმელთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

თავდასხმის მთავარ შემსრულებლად ავსტრიისა და ჩრდილეოთ მაკედონიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 20 წლის მამაკაცი მიიჩნევა, რომელიც პოლიციამ ადგილზევე მოკლა.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით საყოველთაო კარანტინის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო.

დაღუპულია ოთხი, დაშავებულია 17 პირი. თავდასხმაში მონაწილეთა რაოდნეობა ამ დრომდე დაუზუსტებელია.