ვენაში ტერაქტის ახალი დეტალების გამჟღავნების შემდეგ, ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა
ვენაში ტერაქტის ახალი დეტალების გამჟღავნების შემდეგ, ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა

ვენის ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროს ერიხ ცვეტლერს უფლებამოსილება შეუჩერდა. „ბიბისის“ ცნობით, ამის მიზეზად ვენაში მოწყობილი ტერაქტის აღკვეთისას დაშვებული შეცდომები დასახელდა. როგორც ვენის პოლიციაში განაცხადეს, ერიხ ცვეტლერმა პოსტი საკუთარი სურვილით დროებით, გამოძიების დასრულებამდე დატოვა.

როგორც გამოძიების დროს დადგინდა, ავსტრიის სპეცსამსახურებმა ჯერ კიდევ ივლისში იცოდნენ, რომ ვენაში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულმა სლოვაკეთში ასაფეთქებელი ნივთიერებები შეიძინა.ასევე ცნობილი გახდა, რომ ტერაქტის ორგანიზატორი ორ გერმანელს შეხვდა, რომლებსაც პოლიცია აკვირდებოდა.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიების დროს გამოვლენილი ახალი გარემოებები „უპატიებელ შეცდომებს“ წარმოადგენს.

2 ნოემბერს ვენაში ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი მოკლეს და 23 დაიჭრა. პოლიციამ თავდამსხმელს ესროლა და ის ადგილზე გარდაიცვალა. საქმის გამოძიების ფარგლებში ავსტრიაში დაკავებულია რვა ადამიანი.