ვენაში, საცხოვრებელ შენობაში აფეთქების შედეგად, ოთხი პირი მძიმედ დაშავდა
ვენაში, საცხოვრებელ შენობაში აფეთქების შედეგად, ოთხი პირი მძიმედ დაშავდა

ვენაში, საცხოვრებელ შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ოთხი პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ „როიტერსი“ ავსტრიის დედაქალაქის სამედიცინო ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ძლიერმა აფეთქებამ შენობის ნაწილობრივ ჩამონგრევა გამოიწვია.

ვენის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.