ველური ბუნების სააგენტოში ხოხბისა და კაკბის წიწილები გამოიჩეკნენ
ველური ბუნების სააგენტოში ხოხბისა და კაკბის წიწილები გამოიჩეკნენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში იშვიათი ფრინველის, კოლხური ხოხბისა და ადგილობრივი სახეობის, კაკბის წიწილები გამოიჩეკნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოში 2016 წლიდან ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება. გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა; მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები. დღეისთვის, სააგენტოს ტერიტორიაზე კაკბები, კოლხური ხოხბები და ე.წ. „ლურჯი ფრინველი“, ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობს.