ველური ბუნების სააგენტო „წითელი ნუსხის“ სახეობის, ჭალის მუხის აღდგენასა და გამრავლებაზე მუშაობს

17:23, 12.11.2025

წითელი ნუსხის სახეობების პროგრამის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო „წითელი ნუსხის სახეობის“ ჭალის მუხის აღდგენასა და გამრავლებაზე მუშაობს.

ინიციატივის ფარგლებში სააგენტოს სპეციალისტებმა ჭაჭუნას აღკვეთილში ჭალის მუხის 20 000-მდე ერთეული სათესლე მასალა მოიპოვეს. მოპოვებული მასალა დაითესა სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სადაც  შექმნილია ოპტიმალური პირობები სახეობის ზრდა-განვითარებისთვის. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია ნერგების გადარგვა ბუნებრივ ჰაბიტატებში, ტერიტორიებზე, სადაც ჭალის მუხა ისტორიულად იყო გავრცელებული.

წითელი ნუსხის სახეობა ჭალის მუხა – Quercus pedunculiflora ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში მდინარეების: მტკვრის, არაგვის, ქსნის, ლიახვის, ივრის, ალაზნის ჭალებში. მუხის ეს სახეობა რკოს გრძელი ყუნწით გამოირჩევა, რის გამოც მას „გრძელყუნწიან მუხასაც“ უწოდებენ. დღეის მდგომარეობით, ჭალის მუხა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოწყვლადი (VU – Vulnerable) კატეგორიით.

ინფორმაიციოას ამის შესახებ ველური ბუნების სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი