თელავის რაიონულ სასამართლოში ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა გაიმართა
თელავის რაიონულ სასამართლოში ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა გაიმართა

ველისციხესთან, პოლიციის ავტომობილის დაზიანებისთვის ბრალდებულ ქეთევან მირიანაშვილის წინასასამართლო სხდომა დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში ​გაიმართა.

პროცესზე მტკიცებულებები წარმოადგინა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ.

დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ მიიჩნია და მისი გამოკვლევა ითხოვა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არსებითი სხდომის თარიღი განსაზღვრა.

22 დეკემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 3500-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

ქეთევან მირიანაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 14 თებერვალს გაიმართება.