ველისციხესთან დაშავებულმა პოლიციელებმა გამოკვლევების შემდეგ თელავის საავადმყოფო დატოვეს
ველისციხესთან დაშავებულმა პოლიციელებმა გამოკვლევების შემდეგ თელავის საავადმყოფო დატოვეს

ველისციხესთან დაშავებულმა პოლიციელებმა, შესაბამისი სამედიცინო დახმარებისა და გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, თელავის რეფერალური საავადმყოფო დატოვეს.

მორიგე ექიმის, მარინა ქართლელიშვილის განცხადებით, დაშავებულები მკურნალობას სახლში გააგრძელებენ.

მისივე თქმით, მიღებული დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე ისინი სტაციონარში მოთავსებას არ საჭიროებენ.

თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში სხვადასხვა სახის დაზიანებით ათამდე პოლიციელი შეიყვანეს. პოლიციელები ველისციხესთან, პოლიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან დაპირისპირებისას დაშავდნენ.

გურჯაანში ვითარება დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.

სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა.

დატოვე კომენტარი