ნორვეგია რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარების გამო ახლო აღმოსავლეთში მყოფი 60 ჯარისკაციდან ნაწილს - ნორვეგიაში, ნაწილს კი რეგიონის სხვა ქვეყნებში გადაიყვანს
ნორვეგია რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარების გამო ახლო აღმოსავლეთში მყოფი 60 ჯარისკაციდან ნაწილს - ნორვეგიაში, ნაწილს კი რეგიონის სხვა ქვეყნებში გადაიყვანს

ნორვეგია რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარების გამო ახლო აღმოსავლეთში მყოფი 60 ჯარისკაციდან ნაწილს – ნორვეგიაში, ნაწილს კი რეგიონის სხვა ქვეყნებში გადაიყვანს, – ინფორმაციას ნორვეგიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ვეგარდ ფინბერგი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ნორვეგიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა და ვითარების კიდევ უფრო ესკალაციის საფრთხე არსებობს.

ნორვეგიის შეიარაღებულ ძალებში არ დაუკონკრეტებიათ, რომელი ქვეყნებიდან რამდენი ჯარისკაცი გადაჰყავთ.

„ესენი არიან ჯარისკაცები, რომლებსაც ადგილობრივი ძალების წვრთნა და სხვა მისიები აქვთ დავალებული. ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, მათთვის შეუძლებელია თავიანთი ძირითადი ამოცანების შესრულება და სწორედ ამიტომ გადაგვყავს ისინი“, – განუცხადა „როიტერს“ ნორვეგიის გაერთიანებული შტაბის ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა, ვეგარდ ფინბერგმა.

„როიტერის“ ცნობით, ნორვეგიას ძალები ერაყსა და ირანის სხვა მეზობელ ქვეყნებში რამდენიმე ადგილას ჰყავს განლაგებული.