ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძი აშენდება
ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძი აშენდება

თბილისის მერია ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას იწყებს, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

მისი თქმით, დღე ცხადდება ტენდერი პროექტის განმახორციელებელი კომპანიის გამოსავლენად.

„დღეს ვაცხადებთ ტენდერს, რათა შევარჩიოთ პროექტის შემსრულებელი კომპანია. დაიწყება ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რომელიც ქალქისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ეს იქნება ერთ კილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება შვიდი სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან და ის დააკავშირებს მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას“, – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის მეორე ნაწილი იქნება ლისიდან ჩამოსასვლელი გზა, რომელზეც მუშაობა დაწყებულია.

„მესამე ნაწილი კი, სამომავლოდ ეს არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდოდ, სამტრედიის ქუჩას დაუკავშირდება მარჯვენა-მარცხენა სანაპიროზე დამაკავშირებელი ხიდი. ამ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა.

პროექტი მომზადებულია ძალიან მაღალი სტანდარტით და პასუხობს ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას“ – განაცხადა კახი კალაძემ.