ვედანტ პატელი - ისრაელის ჯარის ხუთი ქვედანაყოფი პასუხისმგებელია დასავლეთ სანაპიროზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე
ისრაელის ჯარის ხუთი ქვედანაყოფი პასუხისმგებელია დასავლეთ სანაპიროზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
როგორც პატელი ამბობს, შემთხვევა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმამდე მოხდა.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ ისრაელის ხუთი ქვედანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ცალკეულ ინციდენტებზე. ყველა ეს ინციდენტი იყო 7 ოქტომბრამდე ბევრად ადრე და არცერთი არ მომხდარა ღაზაში. ოთხმა ქვედანაყოფმა ეფექტურად მოაგვარა ეს დარღვევები. რაც შეეხება დარჩენილ ქვედანაყოფს, ჩვენ ვაგრძელებთ ისრაელის მთავრობასთან კონსულტაციებს“, – აცხადებს პატელი.