ვედანტ პატელი - აშშ დიდ ყურადღებას აქცევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას
ვედანტ პატელი - აშშ დიდ ყურადღებას აქცევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას

აშშ დიდ ყურადღებას აქცევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

„მე არ მაქვს რაიმე სიახლე, რომ შემოგთავაზოთ მას შემდეგ, რაც ბოლოს ვისაუბრეთ ამაზე. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ სიტუაციას, განსაკუთრებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – თქვა ვედანტ პატელმა.