ვედანტ პატელი აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება უარესდება
ვედანტ პატელი აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება უარესდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება უარესდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა მოუწოდა ისრაელს, გააკეთონ მეტი, რათა ღაზის სექტორს დახმარება შეუფერხებლად მიეწოდოს.

„ჩვენ განვაგრძობთ ზეწოლას, რომ ყველა სასაზღვრო გასასვლელი დარჩეს ღია ჰუმანიტარული დახმარების სახმელეთო გზით მიწოდებისთვის, თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს ფართომასშტაბიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – აღნიშნა პატელმა.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ღაზაში რაფაჰის გავლით ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის მიწოდება შეჩერებულია.

„აშშ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას და მხარს უჭერს ყველა შესაძლო ზომას მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.