ვაზისუბნის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა, რასაც ხანძარი მოჰყვა
ვაზისუბნის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა, რასაც ხანძარი მოჰყვა

ხანძარი იყო თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარს წინ აფეთქება უძღოდა.

აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.