ვაზისუბანში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს
ვაზისუბანში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, ვაზისუბანში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ფილიალს ოთხი პირი დაესხა თავს.

შემთხვევის შედეგად დაცვის თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.