ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მაშველებმა ბინიდან უვნებლად გამოიყვანეს.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.