ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია, მაშველებმა ბინიდან სამი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს
ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ბინიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, მაშველებმა სამი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.
ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.