ვაზისუბანში ახალი გზა აშენდება
ვაზისუბანში ახალი გზა აშენდება

ვაზისუბანში, თეოფანე დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი, 1.5-კილომეტრიანი გზა აშენდება.

ტენდერი თბილისის მერიამ გამოაცხადა. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2.7 მილიონი ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო გზის 80 პროცენტი დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის.

სამუშაო გამარჯვებულმა კომპანიამ წერილობითი დავალების მიცემიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს.