ვაზილ ჰუდაკი - ევრაზიულ სივრცეში თანამშრომლობა ყველასთვის მომგებიანია
ვაზილ ჰუდაკი - ევრაზიულ სივრცეში თანამშრომლობა ყველასთვის მომგებიანია

ევრაზიულ სივრცეში თანამშრომლობა ყველასთვის მომგებიანია, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, EIB საქართველოში უკვე ათი წელია მუშაობს.

„ჩვენი დაფინანსება მილიარდ 600 მილიონ ევროს აღემატება, ეს 21 პროექტია. ევრობანკი მხარს უჭერს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის განვითარებას“, – აღნიშნა ჰუდაკმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ბანკი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს და 2016 წელს ამ კუთხით დაფინანსება რეკორდული იყო.

„თუ ადრე ეს მხოლოდ წმინდა ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, ახლა მათ შორისაა ენერგოეფექტურობის, კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული დაფინანსებაც“, – დასძინა ჰუდაკმა.