ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში მედიის წარმომადგენლებმა თავდაცვის ძალების უნიფორმები დაათვალიერეს [ფოტო]
ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში მედიის წარმომადგენლებმა თავდაცვის ძალების უნიფორმები დაათვალიერეს [ფოტო]

ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა თავდაცვის ძალების უნიფორმები მედიის წარმომადგენლებს დაათვალიერებინა.

მინისტრის მოადგილის თქმით, დღეის მდგომარეობის ქართული ჯარი მაღალი ხარისხის უნიფორმებით არის უზრუნველყოფილი.

„2019 წლიდან შეიცვალა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმით უზრუნველყოფის ნორმები. ადრე თუ გაიცემოდა ერთ წელიწადზე ერთი უნიფორმა, ახლა უკვე კაპრალ სერჟანტების პირად შემადგენლობაზე ორ წელიწადში სამი უნიფორმა გაიცემა, ხოლო ოფიცრებზე იგივე რაოდენობა, თუმცა ორ ნახევარ წელიწადში. მარაგების შევსება პერიოდულად ხდება. ჩვენ ყოველთვის ვეყრდნობით შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და დავების საბჭოს ყველა დასკვნა გათვალისწინებულია“, – განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.