ვაზიანში „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებისთვის კომბინირებული საჩვენებელი სწავლება გაიმართება
ვაზიანში „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებისთვის კომბინირებული საჩვენებელი სწავლება გაიმართება

ვაზიანში, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებისთვის კომბინირებული საჩვენებელი სწავლება გაიმართება.

სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ჩართული იქნება სამხედრო-სამედიცინო მანქანა „დიდგორი“ და ამერიკული ავიაცია.

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ 1-ელ აგვისტოს დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სწავლებაში მონაწილეობას 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.