ვაზიანში აშშ-საქართველოს პროექტის დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა [ფოტო]
ვაზიანში აშშ-საქართველოს პროექტის დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა [ფოტო]

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე აშშ-საქართველოს ერთობლივი პროექტის – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნის ცერემონია გაიმართა.

ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამწყობრო მოედანზე წარმოადგინეს საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონი, რომელიც GDRP პროგრამით მომზადებას პირველი გაივლის, ასევე, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრისა და აშშ-ის 173-ე საპარაშუტო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების კოლოფები.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიაბაიამ და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატო-ს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ.

სიტყვით მიმართვების შემდეგ, ლევან იზორიამ და გენერალმა სკაპაროტიმ სიმბოლურად გახსნეს საბრძოლო მომზადების ცენტრი. ლენტის გაჭრის შემდეგ სტუმრებმა ბაზის ერთ-ერთ შენობა დაათვალიერეს.