ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო ბატალიონის სიტუაციური საველე სწავლება გაიმართა
ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო ბატალიონის სიტუაციური საველე სწავლება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა სამკვირიანი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე სიტუაციური საველე სწავლებით დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება საინჟინრო აფეთქებებს, სატანკო ქვედანაყოფების სროლებს, ასევე ტაქტიკურ გადაადგილებებს მოიცავდა. ქვედანაყოფებმა თავდაცვის და კონტრშეტევის, ქიმიურ იარაღზე რეაგირებისა და საინჟინრო გარღვევის ოპერაციები განახორციელეს.

წვრთნების მიზანი თავდაცვითი ოპერაციების საწარმოებლად ტაქტიკური ამოცანების დახვეწა, ქვედანაყოფების შერწყმა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება იყო.

სწავლებაში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ სარდლობის ბრიგადებისა და საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფები. საინჟინრო წვრთნაში საარტილერიო ბატალიონი, ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ოცეული და რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ასეულიც იყო ჩართული.

დატოვე კომენტარი