ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოიხსნა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოიხსნა

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

გომბორის უღელტეხილზე გადაადგილება დაშვებულია ყველა სახის ტრანსპორტისათვის. თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენლის თამაზ აბდულაშვილის ინფორმაციით, გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

„გზა გახსნილია, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ადგილზეა მძიმე ტექნიკა, იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი“, – განაცხადა აბდულაშვილმა.