ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

11:12, 15.01.2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი- თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აღნიშნულ მონაკვეთზე დაწესდა სპეციალური რეჟიმი, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იყო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მსგავსი