ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. თელავის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, დილის საათებში შეზღუდვა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპირტისთვის მოიხსნა.

„10:00 საათიდან მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის გაიხსნა გზა, დღის 12:00 საათისათვის კი მსუბუქი გამავლობის ტრანსპორტსაც დავრთეთ გომბორის უღელტეხილზე გადასვლის ნება. წუხელ ძლიერი ყინვის გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე მოცურების საშიშროების არსებობის გამო, მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა. გზებზე ყველგან დაყრილია ტექნიკური მარილი და ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”, – განაცხადა საგზაო სამმართველოს ინჟინერმა, თამაზ აბდულაშვილმა.