ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, სოფელ პალდოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

თვითმხილველების ცნობით, ავარიის შედეგად მძღოლი და სამი მგზავრი მძიმედ დაშავდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება. მიმდინარეობს გამოძიება.