ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

09:41, 14.01.2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით აღნიშნულ მონაკვეთზე დაწესდა სპეციალური რეჟიმი. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იყო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მსგავსი