ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

უწყების ცნობით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც პირველ არხს საგზაო დეპარტამენტის თელავის სამმართველოს უფროსმა თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა, გომბორის უღელტეხილზე ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაეცა და მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.

გზაზე კონტროლს საპატრულო პოლიცია ახორციელებს.