ვაწაძის გოლით „გაგრამ“ „დილასთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ვაწაძის გოლით „გაგრამ“ „დილასთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მესამე წრე გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო – ერთ-ერთმა ლიდერმა გორის „დილამ“ აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „გაგრას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.

მე-19 ტურის მატჩის სცენარი ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერისთვის უიღბლოდ განვითარდა, 48-ე წუთზე მასპინძელთა მეკარის და მცველების შეუთანხმებლობით მათე ვაწაძემ ისრაგებლა და „გაგრა“ დააწინაურა.

„დილა“ ბევრს ეცადა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. 88-ე წუთზე ვაგნერ გონსალვესმა საჯარიმო უნაკლოდ გამოიყენა და ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

19 ტურის შემდეგ „დილამ“ 34 ქულა დააგროვა, მაგრამ „დინამო თბილისის“ (35) გადასწრების და „სამგურალთან“ (33) უპირატესობის გაზრდის შანსით ვერ ისარგებლა. „გაგრამ“ (18) გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერთან ქულა მოიპოვა, მაგრამ მე-9 ადგილს თავი ვერ დააღწია.

მე-19 ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა 25 და 26 ივნისს გაიმართება. ტურის ცენტრალურ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს – შაბათს, 25 ივნისს, „დინამო თბილისი“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. ქართული კლასიკო „დინამო არენაზე“ 21 საათზე დაიწყება.