ვაწაძე დანიურ „სილკებორგს“ დაემშვიდობა
ვაწაძე დანიურ „სილკებორგს“ დაემშვიდობა

მათე ვაწაძემსილკებორგი“ დატოვა. დანიის სუპერლიგის გუნდის პრესსამსახურის ცნობით, სეზონის შემდეგ ოთხ ფეხბურთელი წავა, მათ შორის – 29 წლის ქართველი თავდამსხმელიც.

სილკებორგის” ვებგვერდის ინფორმაციით, ვაწაძეს ახალი წინადადებები გააჩნია და სხვა კლუბში გადასვლას აპირებს. მათემ ამ გუნდის ფორმით მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

ვაწაძე “სილკებორგში” 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და 2018 წლის იანვარში ხელშეკრულებაც გაახანგრძლივა, რადგან ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებმა ფეხბურთელმა ახალ გუნდში თამაში კარგად დაიწყო, რაზეც სტატისტიკა მეტყველებდა – 3 შეხვედრაში ამდენივე გოლი გაიტანა: ორჯერ ჩემპიონატში და ერთიც – თასზე. თუმცა, მერე რამდენჯერმე ტრავმა გაუმიზეზდა, ფორმა ვეღარ აღიდგინა და ბოლოს მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ხოლო ვაწაძე თავისუფალი აგენტი გახდა.