ვატო შაქარიშვილმა კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს მიმართა - მოქმედებთ უცხო ქვეყნების ინტერესებით, მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტზე, ცალ ფეხზე დგომაზე, პატრონებმა მოგცეს დავალება
ვატო შაქარიშვილმა კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს მიმართა - მოქმედებთ უცხო ქვეყნების ინტერესებით, მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტზე, ცალ ფეხზე დგომაზე, პატრონებმა მოგცეს დავალება

ისტერიკამ, ყალბი პათეტიკით გაჯერებულმა ლოზუნგებმა, უსაგნო ყვირილმა, დესტრუქციამ კიდევ უფრო გამიმყარა რწმენა, რომ ეს კანონი ნამდვილად მისაღებია და ნამდვილად შედის ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ.

შაქარიშვილის თქმით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს სინამდვილეში არ აინტერესებთ არც ამ კანონის შინაარსი, არც ამ კანონის და არც ქართველი ხალხის მომავალი, არამედ აინტერესებთ პირადი კეთილდღეობა.

„ჯერ კიდევ არმიღებულმა კანონმა ჯერ კიდევ პირველი მოსმენის ეტაპზე უკვე ძალიან დიდი საქმე გააკეთა. მართალია, თქვენ ამ უწყინარ რეესტრში რეგისტრაციაზე უარს აცხადებთ, მაგრამ ძალიან კარგად გამოაჩინეთ, ვინ ხართ, ვის ემსახურებით და რა ინტერესები გაქვთ ამ ქვეყანაში. თითქოს სიტყვა „აგენტი“ აშინებდათ. წავიკითხავ მცირე განმარტებას სამოქალაქო განათლების ლექსიკონიდან: „აგენტი, ეს არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სხვა პირის, პრინციპალის სახელით, ხარჯით და დავალებით მოქმედებს“. თქვენ ამ ქვეყანაში მოქმედებთ სხვა პირების, უცხო ქვეყნების ინტერესებით, ხარჯებით და დავალებით. თქვენ ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე, უარი თქვა, იყოს ვასალი სხვა ქვეყნის ინტერესების სამსხვერპლოზე, მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა, იდგეს ცალ ფეხზე და ასკინკილით შევიდეს ევროკავშირში, თქვენმა პატრონებმა მოგცეს დავალება. თქვენ არ გაინტერესებთ არც ამ კანონის შინაარსი, არც ამ კანონის მომავალი, არც ქართველი ხალხის მომავალი, თქვენ გაინტერესებთ თქვენი ჯიბე, თქვენი პირადი კეთილდღეობა, თქვენი პრივილეგიები, გაინტერესებთ ამ ქვეყანაში სხვისი ინტერესები და არა საქართველოს ინტერესები.

დესტრუქციული ორგანიზაცია „სირცხვილია“ იცით, ხომ? სიამაყით აცხადებს, რომ „სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ მიიღო დაფინანსება დემოკრატიის ეროვნული ფონდისგან. დემოკრატიის ეროვნული ფონდი არის 1983 წელს დაარსებული ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია“. მაინტერესებს, რა საზოგადოებრივ სიკეთეს ქმნის ამ ქვეყანაში „სირცხვილია“ და როგორ ეხმარება დემოკრატიას? ყალბია და სიცრუეა თქვენი ყალბი პათეტიკური განცხადებები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რომ ეს ფული, ეს უკონტროლო ფული საქართველოში ქმნის რაიმე საზოგადოებრივ სიკეთეს, რომლითაც სარგებლობს საქართველოს რომელიმე მოქალაქე, თუნდაც ის ადამიანები, თუ არ ჩავთვლით თქვენ მიერ გადაგდებულ რაღაც ლარებს, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან. ეს ემსახურება ლიბერალური დიქტატის განმტკიცებას, ეკლსიასთან ბრძოლას, ლგბტ პროპაგანდას, სახელმწიფოს ინსტიტუტების მოშლას და დესტრუქციას. ამის ნათელი მაგალითი იყო „სამართლიანი არჩევნების“ ქმედება, რომელიც გამოყენებულ იქნა ინსტრუმენტად ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად, რასაც, საბოლოო ჯამში, მოჰყვა რთული პოლიტიკური პროცესები. აქ არის სპეკულაციები, ამერიკულია, რუსულია, უნგრულია, ფრანგულია, ვეთანხმები ქალბატონი ნანა კაკაბაძის შეფასებას და არ მაინტერესებს, სადაურია ეს კანონი, როგორი წარმოშობის და წარმომავლობისაა, მაინტერესებს, აქვს თუ არა სუვერენულ სახელმწიფოს, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თქვენ რომ ყალბი, პოეტური, მგზნებარე სიტყვით გამოდიხართ, აქვს თუ არა სუვერენულ სახელმწიფოს უფლება, განიხილოს და მიიღოს კანონი, რომელიც მიაჩნია, რომ შედის სახელმწიფოს ინტერესებში.

დაბოლოს, ვითვალისწინებ, ვიაზრებ და ვეთანხმები ასევე ბატონი ჯონდი ბაღათურიას შეფასებას, რომ ნამდვილად რთულ ბრძოლაში ვართ, ქართველებო, ვართ რთულ ბრძოლაში, რადგან რთულია ბრძოლა, როდესაც მოწინააღმდეგე, ოპონენტი არ აღიარებს ფაქტებს“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.