ვატო შაქარიშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს
ვატო შაქარიშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს

საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი კენჭს საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის.

ვატო შაქარაშვილმა საბურთალოს ნომერ მესამე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს სარეგისტრაციო ხელმოწერები წარადგინა.

„საბურთალოელებს, თბილისელებს სჭირდებათ, დამოუკიდებელი, ჩარჩოებისგან თავისუფალი წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში. შესაბამისად, გადავწყვიტე ოთხი წლის წინ დაწყებული ბრძოლის გაგრძელება და თბილისელების წინაშე წარვდგები, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. დღეს საოლქო კომისიაში წარვადგენ მხარდამჭერთა ხელმოწერებს, რის შემდეგაც ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. ჩემი გასული ოთხი წლის საქმიანობის მთავარი პრინციპი იყო „ყველაფერი მოსახლეობის ნებით“ და ეს იქნება ჩემი საარჩევნო სლოგანიც. ამ სლოგანის რეალიზებისთვის ჩვენ გარკვეულ გეგმებს, ხედვებს და პროექტებს შევთავაზებთ საზოგადოებას, რათა უზრუნველვყოთ, საბურთალოს თითოეული მაცხოვრებლის ჩართვა და მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, რადგან ეს არის სწორედ თვითმმართველობის მთავარი პრინციპი, რომელიც სამწუხაროდ, წლების განმავლობაში იყო დარღვეული. უპარტიოდ, დამოუკიდებლად, ყოველგვარი ვიწრო პოლიტიკური ჩარჩოების გარეშე წარვდგები თბილისელების წინაშე და მაქვს მათი მხარდაჭერის იმედი, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში თითოეულ წარმატებას, ადგილობრივ თუ ზოგად პოლიტიკურ საკითხებში მივაღწიეთ სწორედ საზოგადოების დახმარებით“, – განაცხადა შაქარიშვილმა.