ვატო არველაძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს
ვატო არველაძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს
ვატო არველაძე კარიერას თურქეთის სუპერლიგის გუნდში, „ფატიჰ ქარაგუმრუქში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
 
თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გუნდი ევროპის ლიგის მატჩამდე დატოვა და ხელშეკრულება გააფორმა. თურქეთის სუპერლიგის გუნდმა ახალწვეული წარადგინა და კონტრაქტის გაფორმების ცერემონია მედიასთან გამართა.
„ჩვენი გუნდი, რომელიც სუპერლიგაში გადავიდა, აგრძელებს გაძლიერებას! გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული არველაძეების ოჯახის ახალგაზრდა წევრი, ვატო არველაძეა, რომელიც საქართველოდან ჩამოვიდა და ევროპაში თამაშის გამოცდილება გააჩნია. 22 წლის ვატო არველაძე საქართველოსა და პოლონეთის სუპერლიგებში თამაშობდა“, – წერია „ფატიჰ ქარაგუმრუქის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სუპერლიგაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი, ლევან შენგელია და საბა ლობჟანიძე თამაშობენ.