ვატიკანში სააღდგომო მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდება

12:50, 15.03.2020

ვატიკანში სააღდგომო მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდება. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. ამის შესახებ განცხადებას ვატიკანი ავრცელებს.

კათოლიკე მრევლი ასევე ვერ დაესწრება ღვთისმსახურებას ვნების კვირის განმავლობაში.

3 აპრილამდე ტურისტებისთვის დაკეტილია წმინდა პეტრეს ტაძარი, მიმდებარე მოედანი და მუზეუმებიც.

კათოლიკური ეკლესია აღდგომას წელს 12 აპრილს აღნიშნავს.

მსგავსი