ვატიკანში პირველად მაღალ თანამდებობაზე ქალი დანიშნეს
ვატიკანში პირველად მაღალ თანამდებობაზე ქალი დანიშნეს

ვატიკანში პირველად მაღალ თანამდებობაზე ქალი დანიშნეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივის მაუწყებლის ცნობით, 66 წლის ფრანჩესკა დი ჯოვანი ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს სახელმწიფოებთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამისად, პროფესიით ადვოკატი, ფრანჩესკა დი ჯოვანი წმინდა საყდრის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციაზე იქნება პასუხისმგებელი.

როგორც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, ფრანჩესკა დი ჯოვანი უკვე 27 წელია ვატიკანში წმინდა საყდრისთვის მუშაობს. წარსულში მისი საქმიანობა ლტოლვილთა საკითხებს, ასევე ქალის უფლებებსა და სტატუსს, ინტელექტუალურ საკუთრებას და ტურიზმს მოიცავდა