ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი კორონავირუსისგან გარდაიცვალა
ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ჰადი ხოსროუშაჰი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ყოფილი დიპლომატი საავადმყოფოში ერთი დღის წინ გადაიყვანეს, სადაც მას ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.

კოლეგის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა მინისტრმა ჯავად ზარიფმაც. ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 245-ს მიაღწია. 26 პაციენტი გარდაიცვალა.