ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია
ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი (საგარეო საქმეთა მინისტრი), მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში რუსეთის ფედერაციის მიერ მავთულხლართების გავლების შედეგად არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. მთავარეპისკოპოსი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და შექმნილ მძიმე ვითარებაზე ინფორმაცია მათგან მოისმინა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანმა ასევე პატივი  მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.