ვატიკანის განცხადებით, რომის პაპმა დაამტკიცა დეკრეტი, რომლითაც რობერტ შუმანს „გმირული სათნოების“ მქონედ აღიარებს
ვატიკანის განცხადებით, რომის პაპმა დაამტკიცა დეკრეტი, რომლითაც რობერტ შუმანს „გმირული სათნოების“ მქონედ აღიარებს

ვატიკანის განცხადებით, რომის პაპმა ფრანცისკემ დაამტკიცა დეკრეტი, რომლითაც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელს, რობერტ შუმანს „გმირული სათნოების“ მქონედ აღიარებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ტერმინი „გმირული სათნოება“ ნიშნავს, რომ ქრისტიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში განასახიერებდა რწმენის, იმედისა და სიყვარულის სათნოებებს და კათოლიკური ეკლესიაში ნეტარად აღიარების ერთ-ერთ ეტაპია, ხოლო ნეტარის სტატუსის მინიჭება წმინდანად აღიარების საწყის ეტაპს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 1990 წელს საფრანგეთის ქალაქ მეცის ეპარქიის მრევლმა შუმანის წმინდანად აღიარების მოთხოვნით არაერთი დოკუმენტი გაგზავნა ვატიკანის კანონიზაციის კომისიაში.

რობერტ შუმანი 1886 წელს ლუქსემბურგში დაიბადა. მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში მას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტები ეკავა. 50-იან წლებში კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, მან ევროპის ქვეყნებს ქვანახშირისა და რკინის რესურსების გაერთიანება შესთავაზა.

მის მიერ წარდგენილი გეგმა „შუმანის დეკლარაციით“ არის ცნობილი, რომელმაც 1957 წელს ევროპის ეკონომიკური გაერთიანების, ხოლო 1993 წელს ევროკავშირის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი.