ვატიკანი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს რომის ყოფილი პაპი ნერვული სისტემის დაავადებას ებრძვის
ვატიკანი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს რომის ყოფილი პაპი ნერვული სისტემის დაავადებას ებრძვის

ვატიკანი გერმანული ჟურნალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვითაც რომის ყოფილი პაპი ბენედიქტე ნერვული სისტემის დაავადებას ებრძვის.

მათი განცხადებით, გერმანულ ჟურნალ Neue Post-ში გამოქვეყნებული ბენედიქტეს უფროსი ძმის ინტერვიუ სიმართლეს არ შეესაბამება.
ინტერვიუს დროს 94 წლის გეორგ რაცინგერი ყოფილი პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

„ყველაზე დიდი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ პარალიზი გულამდე მიაღწევს და ამას უკვე არაფერი ეშველება“, – აცხადებს რომის პაპის ძმა.

ვატიკანის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბენედიქტეს ნერვული სისტემის პარალიზების შესახებ ცნობები მცდარია. ორ თვეში ბენედიქტ XVI-ს 91 წელი უსრულდება და მან უბრალოდ ასაკის გამო თქვა უარი პასუხისმგებლობაზე, რაც მის წლებში ნორმალურია“.

გერმანელი ბენედიქტე 2013 წელს პირველი რომის პაპი გახდა, რომელმაც პონტიპიკოსის წოდებაზე უარი საკუთარი გადაწყვეტილებით თქვა.