ვასილის სპანულისი – ფარქვეშიდან უამრავი ტყორცნა ვერ გამოვიყენეთ, რაც დაუშვებელია #1TVSPORT

03:38, 27.11.2026

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილის სპანულისმა საქართველოსთან წაგებაზე მოკლედ ისაუბრა:

„ძალიან მოულოდნელი ფინალი იყო. მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე 8 ქულას ვიგებდით, თუმცა, ტანმაღალი ქართველი კალათბურთელისგან სამქულიანი მივიღეთ. დავუშვით უამრავი შეცდომა, დავიმსახურეთ არასპორტული ფოლი და ძალიან მცირე მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა 11-ქულიანი გაქცევა შეასრულა.

რაც შეეხება ზოგადად შეხვედრას, ძალიან რთული იყო. თუმცა ბოლოს თამაშს ვაკონტროლებდით, მეტი ყურადღება გვმართებდა, ძალიან ბევრი ტყორცნა გავაცუდეთ ფარქვეშიდან. შედეგიც სახეზეა – დავმარცხდით“.

მსგავსი