ვასილ მაისურაძე - ლიხტენშტაინში სხვა თამაშს ველოდებით
ვასილ მაისურაძე - ლიხტენშტაინში სხვა თამაშს ველოდებით

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ კომენტარი გორში ევროშესარჩევ ეტაპზე საფრანგეთთან წაგებულ (0:2) შეხვედრაზე გააკეთა და მომავალ მატჩზეც ილაპარაკა.

„უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდით, რთული მატჩი გამოდგა, თუმცა ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ. ლიხტენშტაინში სხვა თამაშს ველოდებით, მოედანზე სხვა განწყობით გავალთ. შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაშიც მოხდეს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სამი ქულა ავიღოთ“, – ამბობს ვასილ მაისურაძე.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ლიხტენშტაინის წინააღმდეგ რვა სექტემბერს სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქ ესხენში ჩარტერული რეისით შვიდ სექტემბერს გაემგზავრება

დატოვე კომენტარი