ვასილ მაისურაძე 18-წლამდე ნაკრების სასელექციო შეკრებას ჩაატარებს #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები რუსთავის ტექნიკური ცენტრის ბაზაზე შეიკრიბება. სასელექციო შეკრება 3-დან 5 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეა, რომლის ხელმძღვანელობითაც ახალი ფორმაციის ნაკრები 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მოემზადება. შესარჩევი ციკლის წილისყრა 2026 წლის დეკემბერს გაიმართება, თამაშები კი 2027 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
U18 | შემადგენლობა
მეკარეები: საბა ცარციძე (კოლხეთი ფოთი 1913), მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), გიგი წიკლაური (ლოკომოტივი თბილისი).
მცველები: ნიკოლოზ ფოცხვერია, გიორგი ჟღენტი, ლუკა შარიქაძე (ყველა – დინამო თბილისი), საბა ხუციშვილი, დავით ესვანჯია (ორივე – ინტერის აკადემია), კახა ცხადაძე (რუსთავი), ლევან მანჩხაშვილი (იბერია 1999), ლევან კალაძე (სამტრედია), ირაკლი რაზმაძე (ტორპედო ქუთაისი), ერეკლე ძელყორაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი).
ნახევარმცველები: გიორგი ლაგვილავა, გიორგი გერგედავა, ნიკოლოზ ხატოიანი (სამივე – ტორპედო, ქუთაისი), გიორგი გორგაძე, გიორგი გელაშვილი (ორივე – დინამო, თბილისი), რეზი ვარდანია (ლოკომოტივი, თბილისი), დაჩი მერკვილაძე (ორბი), საბა ავდოევი (იბერია 1999), გიორგი ჯამარაული (მეშახტე, ტყიბული), რეზი გაზდელიანი (სიონი, ბოლნისი), ბექა ბარამიძე (დინამო, ბათუმი), ედვინ მხიოანი (ინტერის, აკადემია),
თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე (დინამო, თბილისი), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), ლექსო ყველიძე (მეშახტე, ტყიბული), ანდრია ჩხაიძე (კოლხეთი ფოთი 1913).