ვასილ მაღლაფერიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოუსმინეს [ვიდეო]
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს მოუსმინეს, რომელიც 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა.
საუბრის თემა იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნასა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებული საკითხები.