ვასილ მაღლაფერიძე - პროექტი „ტელესკოლა“ შესაძლოა, განათლების სფეროსთვის ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი
ვასილ მაღლაფერიძე - პროექტი „ტელესკოლა“ შესაძლოა, განათლების სფეროსთვის ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი

საქართველოს პირველი არხის პროექტი „ტელესკოლა“ შესაძლოა, განათლების სფეროსთვის ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განცხადა.

მაღლაფერიძემ კომენტარი გააკეთა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ავტორიტეტული ორგანიზაციის (OECD) შეფასებაზე, სადაც „ტელესკოლა“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად არის დასახელებული.

„კარგი შეფასება ყოველთვის სასიხარულოა. ჩვენ ძალიან საინტერესოდ და ბევრს ვმუშაობდით განათლების სამინისტროსთან ერთად. მათ შორის ვმუშაობთ იმ პერიოდზეც, როდესაც ვირუსი ჩაივლის. ბევრი ახალი რესურსი გამოჩნდა ამ ტიპის სწავლებაზე“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, „ტელესკოლა“ არ არის მხოლოდ დისტანციური სწავლება და შესაძლოა, ძალიან საინტერესო ფორმა აღმოჩნდეს სამომავლო თანამშრომლობისთვისაც.

„ვფიქრობ, საქართველოს პოტენციალი ძალიან ბევრი მიმართულებით წარმოჩინდა. ჩვენი მთავარი ძალა არის ინტელექტუალურ სფეროში და ეს მიმართულება უნდა განვავითაროთ განსაკუთრებულად“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.