ვასილ მაღლაფერიძე - კანონის მიხედვით, პარტიები დაფინანსებას ზუსტად მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით იღებენ, გამოდის, ოფიციალურ შედეგებს ეთანხმებიან და აღიარებენ
ვასილ მაღლაფერიძე - კანონის მიხედვით, პარტიები დაფინანსებას ზუსტად მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით იღებენ, გამოდის, ოფიციალურ შედეგებს ეთანხმებიან და აღიარებენ

ფილოლოგ ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მოთხოვნით გამოდის, რომ აღნიშნული პარტიები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ეთანხმებიან და აღიარებენ.

როგორც მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, კანონის მიხედვით, პარტიები დაფინანსებას ზუსტად მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით იღებენ.

„პარტიებმა კანონის შესაბამისად, დაფინანსება მოითხოვეს; თუმცა, იმავე კანონის მიხედვით, პარტიები დაფინანსებას ზუსტად მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით იღებენ და გამოდის, რომ ოფიციალურ შედეგებს ეთანხმებიან და აღიარებენ. ეს ამბავი სხვაგვარად ვერ აიხსნება“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.