ვასილ მაღლაფერიძე - გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო რომ ენატრებათ, ერთი უბედურებაა, მაგრამ ვინც ასეთი მსოფლმხედველობის ადამიანებთან ერთიანობისკენ მოწოდებებით პრანჭიკელაობს, ევროპა კი არა, ქვეყნის დაქცევა უნდა

საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამის თქმა აქამდე არავის გაუბედავს და ესეც მოვისმინეთ, – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას, რომ „გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები“.

როგორც ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, ასეთი მსოფლმხედველობის ადამიანებთან ერთობისკენ მოწოდებით ვინც პრანჭიკელაობს, ევროპა კი არა, ქვეყნის დაქცევა უნდა.

„გაყოფილი, გახლეჩილი და ერთმანეთს დატაკებული საქართველო რომ ენატრებათ, ეს ხომ ერთი უბედურებაა, მაგრამ ვინც ასეთი მსოფლმხედველობის ადამიანებთან ერთიანობისკენ მოწოდებებით პრანჭიკელაობს, იმას ევროპა კი არა, ქვეყნის დაქცევა უნდა“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.