ვასილ მაღლაფერიძე - „ფრიდომ ჰაუსის“ ინფორმაცია, რომ მეორე არხზე პარლამენტის სხდომები აღარ გადაიცემა, უბრალოდ ტყუილია
ვასილ მაღლაფერიძე - „ფრიდომ ჰაუსის“ ინფორმაცია, რომ მეორე არხზე პარლამენტის სხდომები აღარ გადაიცემა, უბრალოდ ტყუილია

პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე უხეშ ფაქტობრივ შეცდომას უწოდებს ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეორე არხზე პარლამენტის სხდომები აღარ გადაიცემა.

მაღლაფერიძის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადართოს მეორე არხზე და თავად დარწმუნდეს, რომ ჩვეულებრივად გადაიცემა არა მხოლოდ პლენარული, არამედ კომიტეტის სხდომებიც.

„როგორც ჩანს, „ფრიდომ ჰაუსის“ ინფორმატორებმა მეორე არხს არასასესიო კვირაში უყურეს ან განზრახ არასწორი ინფორმაცია მოიგონეს.  „ფრიდომ ჰაუსის“ ინფორმაცია, რომ მეორე არხზე პარლამენტის სხდომები აღარ გადაიცემა, უბრალოდ ტყუილია. ვფიქრობ, ყველასთვის თვალსაჩინო ფაქტის ასეთი გაყალბება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაიხურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, რომელიც პირდაპირ ეთერში პარლამენტის სხდომებს გადასცემდა.