ვასილ მაღლაფერიძე - ბატონი დარჩიაშვილი განა შავაძის დახვრეტას ნანობს, შეწუხებულია, სტრასბურგისთვის ახსნა გაგვიჭირდება, შავაძე რომ დასახვრეტი იყოო
ვასილ მაღლაფერიძე - ბატონი დარჩიაშვილი განა შავაძის დახვრეტას ნანობს, შეწუხებულია, სტრასბურგისთვის ახსნა გაგვიჭირდება, შავაძე რომ დასახვრეტი იყოო

ბოლშევიკური „ტროიკაც“ კი დახვრეტის გამოტანამდე ფორმალურ სხდომას მართავდა და ოქმს ხელს აწერდა. ბატონი დარჩიაშვილი კი ფიქრობს, რომ თუ ვინმე დამნაშავედ მიგაჩნიათ, ეს „თქვენი მიჩნევა“ საკმარისი საბუთია საიმისოდ, რათა ადამიანი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე კედელთან მიაყენოთ და მიაყენებს კიდეც, თუ „ვლასტი“ მოიგდო ხელში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ეს სისხლის წყურვილი მხოლოდ მის უკურნებელ მენტალურ ტრავმად დარჩებოდა, ასეთი ერთი რომ იყოს, თუმცა, საკმარისი მიმდევრებიც ჰყავს, რაც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. სიტყვის თავისუფლება იმითაცაა კარგი, რომ ნებისმიერი სიდამპლე გარეთ სააშკარაოზე გამოაქვს.

P.S. ნიშანდობლივია, რომ ბატონი დ.დ. განა შავაძის დახვრეტას ნანობს, იმით არის შეწუხებული, სტრასბურგისთვის იმის ახსნა გაგვიჭირდება, შავაძე რომ დასახვრეტი იყოო. არადა, სულ ტყუილად წუხს, სტრასბურგი სასამართლოს განაჩენების მართებულობას იხილავს, სასამართლოს გარეშე მკვლელებს სტრასბურგი რად უნდათ?!

P.P.S. წესით, დარჩიაშვილი გამოძიებისთვის ოქროს მოწმეა, როგორც ჩანს, იგი უშუალოდ იცნობდა იმათ, ვინც შავაძის მკვლელობა გადაწყვიტა და დაგეგმა“, – წერს მაღლაფერიძე.

დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.